ლედი გაგა ორი ქართველი დიზაინერის ნამუშევარში გამოჩნდა (ფოტოები)

0
1038

ლედი გაგა ბოლო პერიოდია, წყალობს ქართველ დიზაინერებს. გარკვეული პერიოდის წინ მან გიორგი ქებურიას ერთ-ერთი კოლექციის კოპლებიანი კაბა მოირგო, ახლა კი სხვადასხვა ფოტოში კიდევ ორი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი აცვია. ერთგან – დათუნა სულიკაშვილის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან მაღალყელიანი ჩექმები, ხოლო მეორეგან – თამუნა ინგოროყვას კოლექციიდან კრემისფერი პალტო.

შეგახსენებთ, რომ ორივე დიზაინერს საკუთარი ნამუშევრები მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე გამოაქვს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პრესა და ბაიერები ჩამოდიან, ნამუშევრები ცნობილ სტილისტებთან ხვდება და სწორედ ისინი ურჩევენ სხვადასხვა მსოფლიო ვარსკვლავს ამა თუ იმ სამოსისა და აქსუსუარის მორგებას.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here