ნოდიკო ტატიშვილმა, თავისი სტუდიის ბავშვებთან ერთად, საახალწლო სიმღერასა და კლიპზე მუშაობა დაასრულა. მომღერალმა გადაწყვიტა, წინასაახალწლოდ პატარებს საუკეთესო განწყობა შეუქმნას.
ვიდეორგოლის რეჟისორი ისევ ნესტან სინჯიკაშვილია, რომელმაც მომღერალთან, ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკვე რიგით მეოთხე კლიპზე იმუშავა. ვიდეორგოლის დამდგმელი ოპერატორი კახა ბუხრაშვილია.
ნოდიკომ გადაღებიდან ფოტოც გაგვიზიარა სოციალურ ქსელში.
სიმღერა ქეთი გაბისიანს ეკუთვნის, ლექსი: ლელა ცუცქირიძეს, მუსიკალური პროდიუსინგი – ბორიკო შხიანს.
კლიპის პრემიერა დაგეგმილია „ნანუკას შოუში“, 26 დეკემბერს.
მომღერალი თავად იქნება სანტა კლაუსი, ამ კლიპისთვის წვერი ვერცხლისფრად შეიღება. რამდენიმე დღე სანტას კოსტიუმით დადიოდა და ხალხი გაოცებული უყურებდა, როგორც მომღერალმა გვითხრა, ზოგი ვერ ცნობდა.
ნოდიკო:
„ამ ახალმა ამპლუამ გამამხიარულა. გადაღებები სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ორი ეპიზოდი თბილისში გადავიღეთ, ერთი – გუდაურში. ნესტან სინჯიკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს იყოს არა კლიპი, არამედ პატარა ფილმი. ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი იქნება, რომელსაც პატარები შეიყვარებენ.
ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ კლიპში მონაწილეობენ ის პატარები, ვისაც ჩემს გამოცდილებას ვუზაირებ. მინდა, ეს ბავშვები მუსიკალური თვალსაზრისით სწორ გზაზე დავაყენო. მიხარია, რომ მათ აქვთ საშუალება, იმუშაონ პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად და ძალიან ნიჭიერები არიან.
ნინო მურღულია