მარიკა თხელიძე: „ბეწვის ქურქის ჩაცმას ასეთი გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია… რამე წაგართვით? რა გჭირთ?“

0
1807

მარიკა თხელიძე ერთ-ერთი გახლდათ, ვინც ინაუგურაციას ესწრებოდა და ბეწვის ქურქში იყო გამოწყობილი. მომღერალი გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც მათ ჩაცმულობას მოჰყვა და დაწერა:

„ბეწვის ქურქის ჩაცმას ასეთი გამოხმაურება მგონი ჯერ არ მოჰყოლია.  რა გჭირთ, დალოცვილებო, რამე წაგართვით მე და ჩემმა კოლეგებმა ან აზრი გკითხეთ ჩაცმასთან დაკავშირებით?! ჩემზე ან ჩვენზე სამაგალითონი რითი ხართ?! სხვაზე ქილიკით?! რომელიც პატარა ადამიანების მახასიათებელი ნიშანია, სხვათა შორის…

უსიყვარულობის ზეიმი ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რაც ურწმუნობის შედეგია. ვწუხვარ ძალიან… მეტი სიყვარული, დალოცვილებო და ნაკლები „ენის ტლიკინი“.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here