ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, იტალიური ბრენდის INCANTO-ს თეთრეულის საახალწლო კოლექციისთვის გადაიღეს.
ახალი ფოტოები თავად ბრენდმა “ინსტაგრამის” გვერდზე გაავრცელა. მოდელი წითელ და შავ საცვლებში ულამაზესად გამოიყურება.
“საშობაო ოცნება” – ვკითხულობთ სარეკლამო ფოტოებზე, რომელზეც თაკო ნაცვლიშვილი საახალწლო გარემოში პოზირებს.
ამავე ბრენდის ოფიციალური საიტის პირველ ბანერზეც სწორედ თაკო ნაცვლიშვილი გვხვდება.
ქართველი მოდელი ამ ბრენდის ფოტოსესიაში ნოემბერში გადაიღეს, თუმცა მაშინ მხოლოდ ვიდეორგოლი და რამდენიმე ფოტო გავრცელდა.