მაკა ზამბახიძე მცირე ხნის წინ მესამედ დაოჯახდა. მისი მეუღლე სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე ვრცლად არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მეორე შვილის გაჩენაზე დაფიქრდა. მას პირველი ქორწინებიდან დიდი გოგონა ჰყავს, სალომე ჩიტაძე, რომელიც ასევე მომღერალი გახლავთ და დედასთან და ბენდთან ერთად გამოდის სხვადასხვა საღამოსა თუ კონცერტზე.
ემზადებით, რომ მეორედ გახდეთ დედა, არის ამის სურვილი და მზაობა?
კი, რა თქმა უნდა. მე მგონი, ქალს სანამ შეუძლია, ამის სურვილი ყოველთვის უნდა ჰქონდეს.
სალომე ხომ არ იეჭვიანებს, უნდა დედმამიშვილი?
ყოველთვის უნდოდა და ახლაც უნდა. მოთხოვნაც არის ოჯახის მხრიდან, რომ შვილი გავაჩინო.
ძალიან კარგად გამოიყურებით. 36 წლის ასაკში როგორ უვლით თავს, რა ფაქტორები მოქმედებს დადებითად თქვენს გარეგნობაზე?
ეს გენეტიკაში მაქვს, ჩემს გვარში ქალებს ასაკი არ ეტყობათ. პოზიტიური ვარ. მგონია, რომ 17 წლის ასაკში ჩავრჩი. ვფიქრობ, ადამიანი როგორი ნატურაც არის, ისევ ისეთი რჩება და ის აღიბეჭდება, ვიზუალურ მხარეზეც. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად თავს ვუვლი. მინდა, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე.
მასალას ვრცლად ჟურნალ „სარკის“ ახალი ნომერში წაიკითხავთ.