„მხოლოდ ქართულის“ პირველ ცოცხალ კონცერტზე მაყურებლისა და ჟიურის რჩეული ნოდარიკო ხუციშვილი გახდა, რომელმაც ჯამში 119 ქულა დაიმსახურა. მას 100 000-ზე მეტი შესული ზარიდან მესიჯების საკმაოდ დიდი რაოდენობა ხვდა წილად. ნოდარიკომ თავისი ნამღერით ჟიურის წევრებიც კი აატირა. მაყურებელსაც ცრემლი მოადგა და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე.
თუმცა ჟიურის ქულათა მაქსიმუმი, 59, ისევე, როგორც ნოდარიკო ხუციშვილმა, დაიმსახურა მეორე მონაწილემ, გუგა მარგველაშვილმა. მის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „საარშიყო“ ჟიურის წევრები გააღიმა და მაყურებელიც ძალიან კარგ ხასიათზე დააყენა.
როგორც მისი ფოტოს კომენტარებში წერია, გუგა კონკურსში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მომღერალია. მარინა ბერიძემ კი აღნიშნა, რომ გუგა „ნამდვილია“.