ნოდიკო ტატიშვილის ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნას“ ოთხივე რადიოს ეთერში გაიმართა

0
1769

გადაცემის ლაივი LIVE

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, „ფორტუნას პლუსის“, „არ დაიდარდოს“ და „ავტორადიოს“ ეთერში ერთდროულად გაიმართა ნოდიკო ტატიშვილის ახალი ჰიტი „მე ვოცნებობდი“ პრემიერა. კლიპის ნახვას შემდეგ კვირას, „პროფილის“ ეთერში შეძლებთ, მანამდე კი ექსკლუზიურად ახალი კომპოზიციის მოსმენა მხოლოდ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოების საშუალებით შეგიძლიათ.

ნოდიკო ტატიშვილმა Davi MC-ს წლების წინ დაწერილ სიმღერას ახალი სიცოცხლე შთაბერა, კლიპის პრემიერა კი, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, მცირე ხნის წინ „რესპუბლიკაში“ შედგა. ვიდეოში ერთ-ერთ როლს ნანუკა გულუა ასრულებს, ქორეოგრაფია კი ირაკლი ფიფიას ეკუთვნის.

როგორც ამბობენ, ახალ სიმღერას აქვს რეალური შანსი, „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე განსაკუთრებულად გამოირჩეოდეს და პრიზიც აიღოს.

შეაფასეთ ნოდიკოს ახალი ნამუშევარი.

სიმღერა – „მე ვოცნებობდი“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here