ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკრაინაში, ჟურნალ „ელის“ ფავორიტობის შემდეგ, Best Fashion Awards 2018-ის გამარჯვებულადაც დასახელდა. ირაკლიმ თავად გამოაქვეყნა ფოტოები დაჯილდოების ცერემონიიდან, სადაც, როგორც ყოველთვის, ელეგანტურად ჩაცმული გამოცხადდა.
როგორც ირაკლი წერს:
„კიევში გაიმართა Best Fashion Awards 2018-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. მე პირველად ვიყავი არა მხოლოდ სტუმარი, არამედ გადავეცი პრიზი ნომინაციაში „შთაგონება“. სპეციალურად ამ დღისთვის სერჟ სიმონიანმა შემიკერა კოსტიუმი, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი მოდის ინდუსტრიის ზვიგენებს შორის და მივიღე უამრავი კომპლიმენტი. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს“.