ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის გრანდიოზული ქორწილი „ბიოლიში“ ბოლო დღეების სასაუბრო თემაა. ახალგაზრდების ბედნიერების დღე ძალიან ლამაზ გარემოში შედგა, ყვავილებით დახუნძლულ სივრცეში, სადაც ყველაფერი სტუმრებისა და ნეფე-პატარძლის საუკეთესო დროის გასატარებლად იყო მოწყობილი.
ბერამ და ნანუკამ სოციალურ ქსელში ქორწილში გადაღებული პროფესიონალური ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც შესანიშნავად გამოიყურებიან, ეროვნულ სამოსში გამოწყობილები.
Liu Studio-ს მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოს შორის კი არის ფეირვერკის ფოტოც, სადაც ასევე ჩანს უზარმაზარი საქორწილო ტორტიც.