მოუქნელი პარტნიორის მიუხედავად, უკრაინულ „ცეკვებში“ ირაკლი მაქაცარიამ მაქსიმალური შეფასება მიიღო (ვიდეო)

0
1477

ირაკლი მაქაცარიასა და იანა ზაიეცის წყვილი უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებით ასპარეზობს. ახლახან შედგა კიდევ ერთი ტური, სადაც ირაკლიმ და იანამ ფლამენკო შეასრულეს. აშკარაა, რომ ქართველი მონაწილე პროფესიონა პარტნიორს ჯაბნის. ვერ გეტყვით, შეუსაბამოდ ვიწრო კაბის გამო თუ სხვა მიზეზით, მაგრამ იანა აშკარად მოუქნელად ცეკვავდა.

საბედნიეროდ, ამან ვერ იმოქმედა ჟურის შეფასებაზე, სადაც აღნიშნეს, რომ მართალია, ცეკვისას ირაკლიმ „აკრძალული ილეთი“ გამოიყენა და ბრწყინვალე ტორსი მოიშიშვლა, სამაგიეროდ, ჟიურის ქალი წევრის გული უცერემონიოდ მოინადირა და წყვილმა 30 ქულა დაიმსახურა, რაც უმაღლესი შეფასებაა. ირაკლის უთხრეს, რომ ის პროფესიონალივით ცეკვავს და კონკურსზე ამ წყვილის სახით ორი პროფესიონალი ასპარეზობს.

(ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here