პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად ჩართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს მკვეთრად უპირისპირდებიან. რაც უფრო ახლოვდება მეორე ტური, დუღილის ტემპერატურა მით უფრო იმატებს. სოციალურ ქსელში ნამდვილი ლანძღვა-გინებაა გაჩაღებული.
თიკა ჯამბურია მის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს პასუხობს და წერს:
„ჩემი აქტიურად გამოჩენა მიმდინარე მოვლენებთან, უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმ პროსტესტის გამოხატვას, რომელიც, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, დამიგროვდა წინა რეჟიმის დროს. ვგმობ ძალადობას! დაშინებას! შანტაჟს!
ამ „ბრძოლაში” აგებს ყველა, ვინც მოწინააღმდეგს ოჯახის წევრების ლანძვით, გინებით, დამცირებით და ბინძური ბრალდებებით პასუხობს! ასევე წაგებულია ყველა, ვინც ისვრით ისეთ სიბინძურეს და ამორალურ არგუმენტებს, რაც სამშობლოს შეეხება და განსხვავებული აზრის გამო, თქვენ მეძახით რუსეთუმეს! არასოდეს, არც ერთ დროში, მე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა არც ერთი ჩემი მეგობრისთვის, კოლეგისთვის, ნაცნობისთვის განსხვავებული აზრის გამო! თქვენ ფიქრობთ, რომ დამცირებაა ჩემი წონა, რომელშიც ჩემი სული ცხოვრობს?! ტყუილად იხარჯებით, უშვებთ ამდენ ნეგატივს, სიბოროტეს ჩემ მიმართ, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით, არავის ფიზიკური მონაცემი არ მაწუხებს და არავის ამის გამო შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ძალიან მწყინს, მაგრამ თქვენ ნამდვილად გაქვთ იმის ძალა, ადამიანს უბიძგოთ გაბოროტებისკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებულია თქვენი პოლიტიკური შეხედულებები. არ ვაპირებ, ავყვე არც ერთ პროვოკაციას, არ ვაპირებ თქვენთან საქმის დაჭერას თავის მართლების რეჟიმში! მიყვარს ჩემი სამშობლო!
#რუსეთიოკუპანტია
#აფხაზეთისაქართველოა
#სამაჩაბლოსაქართველოა“