ლალი მოროშკინა: „დედა, როგორ მოვნატრებივარ მიშას!..“

0
3655

მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას გერმანული მხარის მიწვევით სტუმრობდა. „კურიერი პ.ს.“-მა მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა ლალი მოროშკინა ახსენა და აღნიშნა:

„ისე გამოვიდა, რომ ჩემი წიგნი წარმოდგენილია უკრაინულ გამოფენაზე, აქ არის სამაგიეროდ, ლალი მოროშკინას „შედევრი“ ჩემზე. სანდრამ იმდენი ვერ დაიმსახურა, რომ საქართველოს პავილიონმა წარმოადგინოს, სამაგიეროდ, გერმანულმა მხარემ წარმოადგინა და დღეს გერმანულ პავილიონზე გამოდის აქ“.

ლალი მოროშკინა გუშინვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ამ კომენტარს და სოციალურ ქსელებში დაწერა:

„დედაა, როგორ მოვნატრებივარ მიშას… ჯერ არ გაუმაზია გამოსვლა, რომ არ მახსენოს ❤

კი ბატონი, მივიღე შენი მესიჯი, ვიცი, რომ ქმნი ახალ პარტიას და მზად ვარ დეტალურად დაგელაპარაკო იმ შეცდომებზე, რომელიც დაშვებული იყო PR-სა და სტრატეგიაში!“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here