სტეფანემ მოსკოვში კონცერტზე უარი თქვა – „აქამდე ამით არ „მიმარიაჟია“, მაგრამ ახლა გამოსავალს არ მიტოვებენ!..“

0
1344

სტეფანე მღებრიშვილმა ახლახან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც განმარტავს, რომ მიუხედავად მის კოლეგებს შორის გავრცელებული ხმებისა, მოსკოვში კონცერტზე გამგზავრებას არ აპირებს.

სტეფანე წერს, რომ ეს ხმები უსაფუძვლოა და მოუწოდებს კოლეგებს, არ დაუჯერონ მათ, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს პირად საუბრებში.

სტეფანეს სტატუსს გთავაზობთ:

„არ გეგონოთ პათეტიკური და ქულების დამწერი პოსტი. უბრალოდ, უკვე მეათედ გადაამოწმეს და მინდა დავწერო.

რაღაც კონცერტი ტარდება მოსკოვში, სადაც სხვა ქართველი მომღერლები გამოდიან და მათ შორის მეც მივიღე შემოთავაზება. იგივე კონცერტიდან სამი სხვადასხვა ადამიანი დამიკავშირდა, სხვადასხვა ბიუჯეტით, რაზეც გასაგები მიზეზების გამო უარი მიიღეს! მას შემდეგ უკვე მერამდენედ უკავშირდებიან ჩემს კოლეგებს და ჩემს სახელს უხსენებენ მოსკოვში წამსვლელთა სიაში! არასდროს არ თქვა არასდროს, მაგრამ მოსკოვში ნამდვილად არ მივდივარ სამღერად! ეგ კი არა და, ჩემმა მეგობრბმა იციან, სოლო კონცერტს ხან სად მთავაზობენ და ძალიან სერიოზული ხალხი და ხან სად (რუსეთში). აქამდე არ მიმარიაჟია ამით, რომ უარს ვამბობ გამუდმებით. მაგრამ ახლა გამოსავალი არ დამიტოვეს. ძვირფასო „კოლეგებო“, მე მაგ კონცერტში არ ვიქნები, არავითარ შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ!“

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here