თბილისის მოდის კვირეული ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნება

0
1601

„სტილის კერპი“ – უკვე მერამდენე სეზონია, თბილისის მოდის კვირეული ულამაზესი ქართველი ქალბატონებისადმი მიძღვნილი საღამოებით იხსნება. ამჯერად მთაწმინდაზე ფუნიკულიორის რესტორანში 18 ოქტომბერს ბელა მირიანაშვილს წარმოგვიდგენენ, როგორც სტილის კერპს. ქართველ კინოვარსკვლავს პირველად აღმოაჩენენ უცხოური პრესის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც „სტილის კერპის“ საღამოები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კვირეულის ფარგლებში. ღონისძიების რეჟისორი, როგორც ყოველთვის ბასა ფოცხიშვილია.

მედია „სოლო“-ს ჭავჭავაძეზე მდებარე ოფისში შეიკრიბა, რათა გახსნის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღო. პრესკონფერენციას დაესწრენენ თბილისი მოდის კვირეულის ორგანიზატორი, თაკო ჩხეიძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ბელა მირიანაშვილის ქალიშვილი, ცნობილი მსახიობი, ნანუკა ხუსკივაძე, „სოლო“-სა და „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც თაკო ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოდის კვირეულის ეს სეზონი გამორჩეული იქნება, ვინაიდან ის განსხვავებული კონცეფციით წარდგება მაყურებლის წინაშე.  მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია.

ქვეყანაში  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების  დაცვის თემის პოპულარიზაციისათვის, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზე სტუმრებისათვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდება და მათ ღოისძიებაზე დასწრებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესთავაზებენ.

მსახიობმა ნანუკა ხისკივაძემ ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „სტილის კერპის“ მთავარი გმირი ბელა მირიანაშვილი იქნება და მას ამ გზით პატივს მიაგებენ…

როგორც საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ მედიას განუცხადა –  „მოდის კვირეულის ახალი პარტნიორი ჰყავს -,, საქართველოს ფოსტა” და საპატიოა, რომ ქვეყანაში არსებული ეროვნული ოპერატორი დღეს სწორედ აქ დგას. მოგეხსენებათ , ფილმი ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი” კინომატოგრაფიაში ის ნამუშევარია, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო საფოსტო საქმიანობა. ფოსტალიანის პროფესია კი, ყველასთვის პატივსაცემმა ქალბატონმა ბელა მირიანაშვილმა და სერგო ზაქარიაძემ  მიიტანეს მაყურებლამდე და გააცნო საზოგადოებას ის დიდსულოვნება და კეთილშობილება, რომელიც თან ახლავს ამ პროფესიით დაკავებული ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობას. მნიშვნელოვანია,  რომ თბილისის მოდის კვირეული ხელს უწყობს ქართველი დიზაინრების მიერ შექმნი ნაწარმის გაცნობას როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო მომხმარებლისთვის, ჩვენ ამ მიმართულებითაც ჩავერთვებით და შევთავაზებთ დიზაინერებს საქართველოს ფოსტის ახალ პროდუქტს „ქართული პროდუქტი მსოფლიოს, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გაყიდული პროდუქციის მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში”- აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მოდის კვირეულის მე-18  სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით   გაიმართება.

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის N1 ).

კვირეული ,,ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კვირეულის 4-დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები. კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება.

ღონისძიებას  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით დაესწრებიან „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები.

„აწარმოე საქართველოს” მოწვევით კი, მოდის კვირეულს უცხოელი შემსყიდველები, ე.წ. ბაიერები დაესწრებიან.

ჩვენებები ღვინის მარნებში და სპეციალურად შერჩეულ ისეთ  ადგილებში გაიმართება, რომლებიც ტურისტების, უცხოური პრესისა და ქართველი მნახველისათვის საინტერესო იქნება.

კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. ახალბედა დიზაინერები მაყურებლის  წინაშე განსაკუთრებული კოლექციებითა და პერფორმანსებით წარსდგებიან.

თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორი კომპანიები: საქართველოს ფოსტა, SOLO, კომპანია „სოკარი“, საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორები“, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“, დეკორატიული კოსმეტიკის ევროპული ბრენდი „ინგლოტი“, „ლა პარის“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია „იმედი“,“ნარგისი“ საქართველო“,ჟურნალი“HELLO”,ჟურნალი“სითი“,ჟურნალი“ბომონდი“,ჟურნალი“FOREBS ”,”MUSIC BOX”, “არტარეა „,“ალმა-alma “,რადიოჰოლდინგი  „ფორტუნა“,“ივენთს ამბები.ჯი“,“Fashionholics Online”,”TREND.Ge,” „ინტერნეტ მედია ჯგუფი, ინგლისურენოვანი გამოცემა „Messenger”,საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here