ფრანკფურტში წამყვან თეატრალურ სივრცეებს კვლავ ქართული თეატრალური დასები იპყრობენ.
Künstlerhaus Mousonturm-ის დიდ სცენაზე, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის თეატრმა რობერტ სტურუას სპექტაკლი „სტიქსი“ წარმოადგინა.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორი ოვაციებით შეხვდა მაყურებელი სპექტაკლს და ცნობილი გახდა, რომ უამრავი მსურველი წაარმოდგენაზე ვერ მოხვდა, რადგან ყველა ბილეთი გაყიდული იყო.