„ჩექ ინ ჯორჯიას“ მხარდაჭერით, რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ სხვადასხვა რეგიონში წარმატებით იმართება. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში უკვე გამოვიდნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის რაჭაში დათო არჩვაძის კონცერტი გაიმართა, წყალტუბოში სტეფანე მღებრიშვილის. 19 ოქტომბერს კი ლელა წურწუმია და მაკა ზამბახიძე ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად კონცერტს გამართავენ. ღონისძიება „ფაზისობა 2018“-ის სახელით მზადდება.
კონცერტი ქალაქ ფოთში გაიმართება და საღამოს რვა საათზე დაიწყება.