მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ მისი ახალი პროექტი, რომელიც 100%-ით რეიტინგული იქნება, არც ერთ ტელევიზიას არ უნდა…
“ბევრს აინტერესებს რატომ არ ვაკეთებ რაიმე მაგარ გადაცემას , რატომ ვზარმაცობ, რატომ ვარ მხოლოდ ჟიურის და რეიტინგული სტუმრის აპლუაში მუდამ და ა.შ. ჩემი პასუხია: დავწერე უმაგარესი პროექტი, 100% რეიტინგული იქნება, მაგრამ ერთი ტელევიზია მეუბნება, მე ამას ვერ გავქაჩავ, არ მეყოფა ამის რესურსიo, მეორეს ეშინია და ამბობს, ჩემი ფორმატი არაა (უცენზუროა )და რა ვქნა ახლა მე…” – კითხულობს მსახიობი.
მის ამ სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, მას ურჩევენ, საკუთარი ტელევიზია გააკეთოს. სხვადასხვა კომენტარის საპასუხოდ, იამ დაწერა: “მე ან ძალიან გიჟური გადაცემა უნდა გავაკეთო ან არანაირი… მომეზრდა ის, რასაც ვუყურებ, გამარჯობა, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ღალატზე და სტუმრად მოვიწვიეთ ფსიქოლოგი და სექსოლოგი და ისა და ესა… ან კიდევ, აი, შენ, შენ, რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებ… ბლა ბლა ბლა”, აღნიშნავს ია.