„რა უცნაურია, რომ ასეთი ფოტო არასდროს დამიდია, მოკლედ, before and after“ – წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი და მსახიობი, ბახვა ბრეგვაძე და აქვეყნებს ფოტოს, სადაც მარცხენა მხარეს მისი ბავშვობისდროინდელი წონაა ასახული, მარჯვენაზე კი დღევანდელი.
დიდი ხნის განმავლობაში ბახვას ზედმეტი წონა აწუხებდა, შემდეგ კი ეს თემა მოგვარდა და ახლა ძალიან გამხდარია.
ძველმა ფოტომ მის მეგობრებში ნოსტალგიური მოგონებები აღძრა, ახალგადაღებულ ფოტოზე კი უწერენ, რომ ჟან რენოს ჰგავს ცნობილი ფილმიდან, სადაც მსახიობი მკვლელს განასახიერებს.