როგორც „პირველი არხი“ იუწყება, მათ ეთერში მალე მუსიკალური პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ გავა, რომელსაც „ნოვა პროდაქშენსი“ მოამზადებს. ეს არის კომპანია, რომელიც „რუსთავი 2“-დან „იმედში“ გადასულ ცნობილ ტელეპროდიუსერებს, გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძეს ეკითვნით. მათ „იმედზე“ კონტრაქტი დაუმთავრდათ, რომელიც აღარ გაგრძელდა და ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ საქმიანობას, საკუთარ პროექტებს კი სხვადასხვა ტელევიზიას შესთავაზებენ.
მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული 2019 წლის „ევროვიზიაზე“ გაემგზავრება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მეგაპროექტის განხორციელებაზე თანხმობა დღეს გასცა.