სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც პირვეკლასელთა მიღებაზეა გადაღებული. პირველი კლასის მოსწავლე საბა დიდი მონდომებით ასრულებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს.
როგორც სკოლის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი წერს, ვიდეო საბას მშობლებთან შეთანხმებით გამოაქვეყნეს – „პირველი დღე სკოლაში ამაზე ნაკლებად არ უნდა გაატარო…“, წერია პოსტის აღწერაში.