ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართება

0
1402

21 სექტემბერს, 21:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies  ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება.

The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ათეულობით წელია, ის მსოფლიოს ყველა სცენის ყველაზე სასურველი სტუმარია. ჯგუფის უნიკალური და ორიგინალური შესრულება იშვიათობად მიიჩნევა, რომელსაც შეიძლება ადამიანი მუსიკალურ ხელოვნებაში გადაეყაროს.

მარტინ ჟაკს, ანსამბლის ფრონტმენს, სიმღერების ავტორსა და ჯგუფის შემქმნელს 1989 წელს პირველი აკორდეონი გაუჩნდა, ამის შემდეგ ძალიან მალევე შეიქმნა The Tiger Lillies. ჯგუფმა თავიდანვე შეიმუშავა თავისი გამორჩეული ჟღერადობა, სტილი და გზა გაიკვლია ლონდონის პაბებიდან პიკადილის თეატრამდე, ქუჩის მუსიკოსობიდან სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე.

The Tiger Lillies-მა მსოფლიო მოიარა საკონცერტო ტურითა და სხვადასხვა თეატრალურ და არტ პროექტებში მონაწილეობით. ჯგუფის მიღწევებიდან ყველაზე გამორჩეული ლოურენს ოლივიეს პრემიაა, საკულტო სიმღერად ქცეული ჰიტისთვის Shockheaded Peter და გრემი ალბომისათვის The Gorey End.

The Tiger Lillies მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშური მუსიკის ნაზავია. ჯგუფი პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი In Air Face შოუებით ახერხებს მსმენელის მოხიბვლას.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში The Tiger Lillies წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს. The Tiger Lillies მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here