ხუთი წელია, მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე კალათბურთზე ჰიმნს ასრულებს, მაგრამ ვერასდროს მოხვდა კადრში, როგორც ამას თავად წერს „ფეისბუქ“-სტატუსში.
აჩიკო ნიჟარაძე აღნიშნავს:
„ერთი ჩემთვის ამოუცნობი კითხვა მინდა დავუსვა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მოხარული ვიქნები თუ ოდესმე გამოასწორებენ ამ ამბავს.
ზუსტად მე-5 წელია სპორტის სასახლეში ჩვენი კალათბურთის ნაკრების, ჩვენი საამაყო ბიჭების საგულშემატკივროდ მივდივარ სპორტის სასახლეში და საქართველოს ჰიმნს ვმღერი, 10000 კაცი მღერის ამ ჰიმნს ჩემთან ერთად. რითიც შეგვიძლია, მუხტს ვაძლევთ ჩვენს ბიჭებს მეც და დამსწრე საზოგადოებაც და რა თქმა უნდა ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. ნუთუ ზრდილობის გამო მაინც კადრში რომ გამომაჩინოთ, ეს რამე სირთულეს წარმოადგენს?
რა დამოკიდებულება გაქვთ, ვერ გავიგე, მე მგონი ეგეთი მახინჯიც არ ვარ :))))) მე მგონი არც ისე საშინლად არ ვასრულებ ჰიმნს. რას იტყვით? ცოტა სირცხვილია მე მგონი!!!“