„არც დამისვამს კითხვა, დავბრუნებულიყავი თუ არა ტელევიზიაში ნუცას შემდეგ…“

0
1294

მაია ასათიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრი რამის შესახებ ისაუბრა, მათ შორის იმაზე, როგორ გადაწყვიტა შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნება. მან აღნიშნა – „არც დამისვამს კითხვა, დავბრუნებულიყავი თუ არა ტელევიზიაში ნუცას შემდეგ… მე რომ ვყოფილიყავი პედაგოგი, დავბრუნდებოდი სკოლაში, მე რომ ვყოფილიყავი ექიმი, დავბრუნდებოდი საავადმყოფოში, ვიყავი ჟურნალისტი და დავბრუნდი ტელევიზიაში…“

მაიამ იმაზეც ისაუბრა, ფიქრობს თუა რა ეკრანიდან წასვლაზე…

„ვფიქრობ ამაზე, რომ ერთხელაც დადგება დღე და მე წავალ ეკრანიდან, ეს მაქვს გააზრებული..

მინახავს ბევრი სახელოვანი და შემდგარი ადამიანი თავის პროფესიაში, რომლებმაც დააგვიანეს საჯარო პროფესიებიდან წასვლა და ძალიან უმწეოები გამოჩნდნენ შემდეგ და მე არ მინდა რომ ასეთი დავამახსოვრდე მაყურებელს. მე მინდა, ჩემი საქმით დავამახსოვდე მაყურებელს და არა ჩემი უმწეობით. ეს დრო აუცილებლად დადგება და ამიტომ ეკრანიდან წავალ. არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიმუშავებ იმაზე, რომ დროულად მივხვდე, როდის იქნება დრო, რომ ეკრანზე აღარ გამოვჩნდე..”

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here