ქეთი მელუამ „თბილისის ცის ქვეშ“ – პროექტის ფარგლებში კონცერტი ევროპის მოედანზე გამართა. 16 სექტემბერს, როდესაც ის ბენდთან ერთად სცენაზე იდგა, მომღერალის დაბადების დღეც გახლდათ, რომელსაც სამშობლოში შეხვდა. სცენიდან ქეთის დაბადების დღე მიულოცეს, რამაც, როგორც ჩანს, მომღერალს გული აუჩუყა. მან სოციალურ ქსელში მილოცვის სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ეს მართლა მოხდა?! თბილისო, შენ იცი, როგორ უნდა აღნიშნო დაბადების დღეები. უდიდესი სიყვარული და ჩახუტება, რამაც ეს შესაძლებელი გახადა… დიდი მადლობა, მიყვარხართ!..“