თიკა ფაცაციამ წელსაც თავის მეგობრებთან და შვილებთან ერთად დაისვენა. საზღვარგარეთ დასვენების ფოტოები მოდელმა, მომღერალმა და ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში გააზიარა, სადაც თაკო ჩხეიძესა და ლიკა კვარაცხელიასთან ერთად არის გადაღებული. თაკოსა და ლიკასთან ერთად ისვენებდა წინა წელსაც.
ულამაზესი ქალბატონების ფოტოებს სოციალურ ქსელში შემდეგი შეფასებები მოჰყვა:
„გოგონები ესპანური რომანტიკული ფილმიდან“
„ღმერთმანი, ბენჯამენები ხართ? უფრო კარგად გამოიყურებით, ვიდრე ბალღობაში“
„კაბებსაც შეთანხმებულად ალაგებთ ჩემოდანში“
„სილამაზის ექსპორტიორი მაგარი ქალები ხართ საქართველოდან…“