გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის სიყვარულის ისტორია რვა წელს ითვლის. მარინამ სოციალურ ქსელში დიდი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლეს კიდევ ერთხელ უხსნის სიყვარულს. შეგახსენებთ, რომ წყვილი მეორე შვილს ელოდება.
მარინა წერს:
„ისტორია, რომლის დაწერაც მხოლოდ ბევრი თავისუფალი დროის ქონის შემთხვევაში შეიძლებოდა.
ჩვენ თითქმის რვა წლის წინ შევხვდით ერთმანეთს. ის კიევში გასართობად ჩამოვიდა და სულაც არ გეგმავდა ცოლის შეხვედრას. 2010 წლის 5 დეკემბერს მე მეგობრის დაბადების დღეზე მივედი და რატომღაც ვთქვი, რომ იმ დღეს ქმარს ვიპოვიდი. ამავე წვეულებაზე დაპატიჟებული იყო გიგი და ძალიან გამიკვირდა, რადგან მას ქართველ პრინცს ეძახდნენ. და რისი სოლისტი იყო? „მგზა…“, „მზგა…“ „მზააა“, ნუ, მოკლედ, როგორც ერქვა.
მერე ჩვენ გვქონდა ერთი დღე და დედაჩემთან ზარები: „დე, არ იღელვო, მე აქ ქართველებთან ერთად ვარ…“. შემდეგ ბორისპოლის აეროპორტი და ჩემი ცრემლები – პრინცი მიემგზავრებოდა. „ქოლდფლეის“ სიმღერა და „მალე გიხილავ“. შემდეგ ერთი თვე 24 საათი „სკაიპით“… ერთი თვის თავზე, პირველად ჩავედი სტუმრად, ყველა შემდეგ ჯერზე კი უკვე საკუთარ სახლში მივფრინავდი…
იყო ბევრი ჩხუბი, განსხვავება მენტალიტეტს შორის, ბლა-ბლა-ბლა, უამრავი სიურპრიზი. იყო ბევრი სიყვარული. შემდეგ ჩვენიო ქორწილი და ტრადიცია, ყოველ წელს იუბილე აღვნიშნოთ გადაღებული ფოტოთი იმ ტაძრის ფონზე, სადაც ჯვარი დავიწერეთ. შემდეგ იყო ახალგაზრდული ბინა, სტუდიო, ასე ვუძახით მას. მასში გავიდა ჩვენი მარტოხელა უდარდელი ცხოვრება, რომელიც სავსე იყო სწრაფი კვების საჭმლით და ძილით შუადღემდე. მერე გავიგეთ, რომ ლიზი დედალამაზიშვილს ველოდებოდით და გადავბარგდით მოზრდილთა ცხოვრებაში.
ჩვენი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, საქართველოში და უკრაინაში, გასტროლებსა და გადაღებებზე, დაუსრულებელ განშორებებსა და შეხვედრებში. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება სხვანაირად და არც შემიძლია. რამდენი რამ იყო უკვე და რამდენი გველის წინ!..
მიყვარხარ, პრინცო“.