გიორგი გასვიანი ახალი სეზონიდან ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომელი არ არის. გადაცემა „ფაბრიკას“ სხვა წაიყვანს, მსახიობმა კი „იმედის“ გუნდში გადაინაცვლა, სადაც ახალ გადაცემას გაუძღვება. მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე იქნება.
გადაცემის ანონსი ნოემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დადო. გიორგი გასვიანი „სიცრუის დეტექტორს“ წაიყვანს, რომელიც, როგორც ჩანს, „იმედის“ ერთ-ერთი ძველი გადაცემის „სიმართლის დროს“ ანალოგია იქნება.
რესპონდენტებს დაუსვამენ კითხვებს და მათ სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებენ. ვნახოთ, როგორი სტუმრები ეყოლება ახალ გადაცემას.