გვერდი Fashionholics დემნა გვასალიას უახლესი ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელიც ცნობილი დიზაინერის, „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის ბავშვობის წლებს ეხება. დემნა იხსენებს, როგორც ცხოვრობდა ნათესავებთან ერთად ერთ დიდ ოჯახად და რა ბედი ეწია ომის შემდგომ:
„მამაჩემს 3 ძმა ჰყავს, 2 სოხუმში ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. სანამ ომი დაგვაშორებდა, ჩვენი ოჯახი ერთად ცხოვრობდა, ტომივით, რომლის მეთაური ბებია იყო. მე, გურამი და ბიძაშვილები ეზოში ვთამაშობდით, სკოლაში დავდიოდით. მაგ დროისთვის უკვე ვხატავდი, ვჭრიდი, ნაჭრებს ვაკერებდი და სასადილო მაგიდასთან ჩვენებებს ვაწყობდი. გურამი ბილეთებს ყიდიდა და წამყვანი იყო, აცხადებდა: „ახლა წარმოგიდგენთ ზამთრის კოლექციას“.
ერთ მშვენიერ ზაფხულს, ეზოში ვისხედით ხის ქვეშ, ველოდებოდით მამას, უნდა მოსულიყო და სანაპიროზე წავეყვანეთ, როცა ხმაური ატყდა. ომი დაიწყო. მამაჩემი და ბიძაჩემი ქართულ ძალებში იბრძოდნენ სეპარატისტების წინააღმდეგ, მაშინ არ ვიცოდით, რომ ამ სეპარატისტებს რუსეთის მხარდაჭერა ჰქონდათ. ჩვენს სახლში იარაღის საწყობი იყო, ამიტომ დაგვბომბეს ასე საშინლად. ყველაფერი სწრაფად მოხდა. პატენტი ნაიკის ჩანთები მახსოვს, თურქეთიდან ჩამოტანილი. იქ ვყრიდით სწრაფად ტანსაცმელს, ფოტოალბომებს. მოგვიანებით მამამ მითხრა, რომ თუ გასვლას ვერ მოვასწრებდით, აპირებდა, ყველა ავფეთქებულიყავით, რადგან ტყვედ ჩავვარდებოდით და გვაწამებდნენ. ჩემს ბოლო ჩვენებას ჩემი ოჯახი სრულად ესწრებოდა. მამაც იქ იყო, ყველა ტიროდა“.