ცისანა სეფიაშვილის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, გიორგი წერეთელი ქორწინდება. მომღერალი სოციალურ ქსელში თავად წერს ამის შესახებ და აქვეყნებს სესილი კემულარიას ფოტოს და წერს, რომ მომავალ რძალს ჩემი გოგო-თი მიმართავს:
„როდის გაგაჩინე, არ მახსოვს… შენამდე თითქოს არაფერი არ ყოფილა… ერთად გავიზარდეთ და ცხოვრებას ვსწავლობდით, ჩემი შვილი? ვერ აღვიქვავ, უფრო ჩემი მეგობარი და ჩემი იმედი….Giorgi Tsereteli❤ დღეს შენგან ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო:) მადლობა, რომ ასეთი ადამიანი მყავს შენი სახით, მეამაყები, მეიმედები და მაბედნიერებ. ვერც სესილის ვერ ვარქმევ სახელს -ჩემი გოგო. უბრალოდ, ჩემი გოგო…. მიყვარხართ“.
გიორგიმ თავის რჩეულს ხელი რუსთაველის თეატრის სცენაზე სთხოვა. ეს ღირსშესანიშნავი მომენტი ცისანა სეფიაშვილმაც დააფიქსირა და სხვა იქ მყოფმა სტუმრებმაც.