ნინი დედალამაზიშვილი იხსენებს ზუზუსთან მეგობრობას, რომელიც მრავალ წელს ითვლიდა. ნინი წერს, რომ ენატრება მეგობარი, რომელთან ერთადაც ისეთ რაღაცებზე იცინოდა, რასაც სხვა ვერავინ იგებდა…
„ვერ ვიგებდით ზაფხულის არდადეგებს როგორ გეგმავდნენ ადამიანები ისე, რომ წინასწარ იცოდნენ, რომელ დღეს იღებდნენ მატარებლის ბილეთს.
წინასწარ გათვლილი ფინანსებით და სამჯერადი კვებით…
ქუჩაში ერთდროულად გვეცინებოდა იმაზე რაც გაუგებარი იყო ყველასთვის.
ერთ-ერთი ზაფხული ბათუმში თვეები ჩავრჩით და ზღვაზე ვერ ჩავედით, გვეზარებოდა, ძირითადად ვიცინოდით ისეთ თემებზე, რაც ირგვლივ არავის ესმოდა.
„გიჟი ქალაქს მიდიოდა დუეტში“
ყოველდღე რაღაცები ხდება, რაზეც მარტო ზუზუ იცინებდა ისე, როგორც ჩვენ გვიყვარდა“.
შეგახსენებთ, მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი მცირე ხნის წინ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.