ცნობილი ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, ქეთი ხატიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, შეყვარებულია. მისი რჩეული პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ქართველი მორაგბე, დავით კაჭარავაა.
წყვილი გრძნობებს აღარ მალავს და „ინსტაგრამზე“ ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებენ. დათოსა და ქეთის ამ რომანამდე ოჯახები ჰქონდათ და მეუღლეებს გაშორებულები არიან. ორივეს პირველი ქორწინებებიდან შვილები ჰყავთ.