მარიტა როხვაძე თხოვდება – ვინ არის მისი რჩეული

0
2887

მომღერალი მარიტა როხვაძე, როგორც დღევანდელ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, თხოვდება. მისი რჩეული ბუბა ჟორჟოლიანია. ორივე 25 წლის გახლავთ. ამ ზაფხულს შეყვარებულებმა დრო ესპანეთში გაატარეს.

როგორც მარიტა ამბობს:

„ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, თანაცხოვრების ახალ ეტაპზე და ძალიან მალე ქორწილიც გვექნება. სერიოზულად ვფიუქრობთ, ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მივცეთ. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ხვალ ან უახლოეს დღეებში.

სასიამოვნო სიახლეა, ხელი როდის გითხოვიათ?

ჩვენ ყველაფერი ნათხოვი გვაქვს ერთმანეთისთვის, უბრალოდ, ჯვარი არ გვაქვს დაწერილი და ხელი მოწერილი! ჩემთვის ქორწინებაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკვე რამდენიმე წელია, ერთად ვართ და ყველაფერში გამოვცადეთ ერთმანეთი. ზუსტად ვიცით, რა გვინდა. აქედან გამომდინარე, უკვე გადაწყვეტილი გვაქვს ოჯახის შექმნა“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here