დემნა გვასალიამ თავისი მაისური უცხო ბიჭს აჩუქა

0
1275

დემნა გვასალიას ქართული გვერდი აქვეყნებს ამბავს, რომელიც, მათი მტკიცებით, დიზაინერს გადახდა თავს. გთავაზობთ ამ ისტორიას:

„”სენტიმენტალური არ ვარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ვიყავი. ქუჩებში იმდენ ადამიანს ეცვა ჩემი ტანსაცმელი, ტირილი მომინდა. ახალგაზრდა ბიჭმა გამაჩერა, ჩემი მაისური აინტერესებდა. მითხრა, რომ ამ მაისურს დიდი ხანი ეძებდა და ვერც ერთ მაღაზიაში ნახა. მკითხა, სად შეძლებდა შეძენას, ვუთხარი, რომ სრულად გაყიდული იყო, დამატებასაც აღარ ვგეგმავდით. იმდენად უნდოდა, რომ გავიხადე და ჩემი ვაჩუქე. მაისურის გარეშე რომ გამეშვა, მის მაგივრად მე ვიტირებდი.” – დ.გ“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here