ზაზა ხალვაშის „ნამე“ საქართველოდან „ოსკარის“ პრეტენდენტია

0
1255

ახლახან დასრულდა პრესკონფერენცია, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა კინოს სახლში გამართა. სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მერაბ კოკოჩაშვილი, დიმიტრი მამულია, გივი-ბესიკ ოდიშარია, ლომერ ახვლედიანი, ია შუღლიაშვილი, კახა კანდელაკი, ზურაბ მაღალაშვილი, გოგი მიქელაძე  და ნინო მხეიძე, საქართველოდან ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოდან წარსადგენი ფილმი შეარჩიეს და ეს პატივი წილად ზაზა ხალვაშის „ნამე“-ს ხვდა.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი:

„ხიბულა” – რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი

„ნამე” – რეჟისორი: ზაზახალვაში

„ჰორიზონტი” – რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი

„დედე” – რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი

„ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი: ნიკოლოზ ხომასურიძე

„ჰამლეტი” – რეჟისორი: გიორგი მეგრელიშვილი

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here