სალომე ასათიანი გურამ კაშიაზე: „ფეხბურთელი და ჰომოფობიასთან ბრძოლა აქამდე წარმოუდგენელი იყო…

0
1127

სალომე ასათიანი გურამ კაშიას შესახებ სტატიას აქვეყნებს. მისი თქმით, რადგან ის უფლებადამცველი არ არის, მის საქციელს, მხარი დაეჭირა ადამიანების თანასწორობისთვის და შესაბამისი სამკლავურით გამოსულიყო სათამაშო მოედანზე, კიდევ უფრო დიდი წონა აქვს და სწორედ ამიტომ დაიმსახურა პირველი პრიზი „უეფასგან“.

გთავაზობთ ჟურნალისტის სტატუსს:

„ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ფეისბუკზე გუნდური თავდასხმის და აღვირახსნილი სიძულვილის სამიზნედ ყოფნა, ის ალბათ განსაკუთრებით ცხადად წარმოიდგენს, რას ხდება ახლა გურამ კაშიას თავს. ოღონდ მე მგონია, რომ ყველა ჩვენგანის გამოცდილება ფერმკრთალდება მასთან შედარებით. ერთია, როცა აქტივისტი, ჟურნალისტი, “პროფესიით” უფლებადამცველი ხარ – მაშინ უფრო მზადაც ხარ საამისოდ და შენგან მოელიან კიდეც “არაპოპულარულ” აქტებს და განცხადებებს. ამ ადამიანმა სულ სხვა, მაჩოისტურ და ჰომოფობიურ მოედანზე ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა, და ამიტომაც ჰქონდა ასეთი რეზონანსი. ფეხბურთელი და ჰომოფობიასთან ბრძოლა აქამდე წარმოუდგენელი იყო, ეს მხოლოდ “ენჯიოშნიკების” საქმედ ითვლებოდა. და ამიტომ მას ასჯერ და მეტჯერ უფრო დიდი სიძულვილის და შეურაცხყოფის ატანა უწევს. მაგრამ გაუძლებს ნამდვილად. კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ, მადლობა მას და მის მხარდამჭერ სხვა ფეხბურთელებსაც“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here