“შემოდგომის თბილისის” ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქი არაერთ საინტერესო მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს სექტემბერი-ოქტომბრის განმავლობაში. მათ შორისაა უდაოდ გამორჩეული კონცერტი, რომელიც 15 სექტემბერსაა დაგეგმილი.
კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ვატო კახიძის დირიჟორობით, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაიმართება.
ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაიწყო. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ www.biletebi.ge -ზე, ასევე სალაროში.
ფასი: 25 ლარიდან.