ანი გიუნტერმა ერთ-ერთ ჟურნალს ინტერვიუ მისცა და როგორც ჩანს, უკმაყოფილოა იმ სათაურით, რომელიც მის ინტერვიუს გაუკეთეს. ტელეწამყვანი წერს, რომ ჟურნალისტს სთხოვა, აღარ ეკითხათ ოჯახის დანგრევის შესახებ, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.
ანი აღნიშნავს:
„საოცრება თუ გინდა! კიდევ ერთხელ რომ მკითხეს ოჯახის დანგრევაზე, მართლა ბევრი ვიცინე, იმიტომ, რომ სუპერარააქტუალური თემაა. ვთხოვე, შეკითხვაც არ დაესვათ ამ თემაზე, დასტურიც მივიღე და მშვიდად გავაგრძელე ჭორაობა ზაფხულის თემაზე) დღეს მხვდება დიდი სათაური: როგორ გაუმართლა ყოფილ მეუღლეში ანი გიუნტერს!))))))) მაგრამ პასუხად ღირდა!;)
ჩვენ მაინც გვგონია, რომ ყოფილი ქმარი და ბავშვების მამა ერთი და იგივეაო!!!!! სინონიმებიაო,სინონიმები. სირცხვილია, ხალხო, სირცხვილი!!!! და სინონიმიც არ აქვს ამ სიტყვას!!!!!“
შეგახსენებთ, რომ ანი გიუნტერი მეუღლეს საკმაო ხანია გაშორდა, კახა არაბიძე გარკვეული პერიოდის შემდეგ მეორედ დაქორწინდა.