როგორი ბაბუაა მამულიჩა

0
1669

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა, მცირე ხნის წინ ბაბუა გახდა. მისი ვაჟის, ნიკუშას შვილი, ალექსანდრე 9 აგვისტოს დაიბადა. როგორც მამულიჩამ გვითხრა, არ უნდოდა, რომ მას კახი რქმეოდა. თავს ახალგაზრდა ბაბუად მიიჩნევს და მეგობრის, ლაშა ბასლანძის ხუმრობას, რომელმაც მას ბაბულიჩა შეარქვა, ღიმილით უყურებს.

კახი მამულაშვილი:

დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ბათუმში ვიყავი, როცა ალექსანდრე დაიბადა. დილის ექვსზე დაიბადა, დამირეკეს და ათ საათზე უკვე აეროპორტში ვიყავი, თბილისში ჩავფრინდი, რომ მენახა. ჯერ ხელში არ ამიყვანია, ცოტა მოპუტკუნდეს და მერე ავიყვან,  ვუფრთხილდები (იცინის).

ლაშა ბასლანძემ მოგილოცა, როგორც ბაბულიჩას…

(იცინის) აუუუ, ეს რა დამარქვა, ყველა მაგ სახელს მეძახის. თან, სპეციალურად დამიძახა…

იმედია, არ გწყინს…

არა, რატომ უნდა მეწყინოს?!.

როგორი ბიჭია ალექსანდრე?

ისეთია და ისე იხედება, რომ ეტყობა, ყველას ეგ მოგვივლის. ალექსანდრეს დაბადებას განსაკუთრებით ელოდა მარიკო. ლელაც ძალიან ბედნიერია. ალექსანდრეს გაჩენა ჩვენი ოჯახისთვის დიდი სტიმულია. არაჩვეულებრივი რძალი მყავს, რომელიც შვილივით მიყვარს. მოკლედ, მამულიჩები ვმრავლდებით.

სახელი ვინ შეურჩია?

მშობლებმა დაარქვეს ალექსანდრე. თავიდან კახის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ მე არ მომწონს ჩემი სახელი. აი, ალექსანდრეს შვილს, თუ უნდათ, დაარქვან კახი (იღიმის).

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here