ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართველი გულშემატკივარი გაახარა და ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებული გახდა. სოციალურ ქსელში ყოველი მეორე მის ფოტოს აზიარებს. ფინალური შეხვედრის შემდეგ, სადაც გამარჯვება მოიპოვა, ქართველმა ჩოგბურთელმა გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელია, რადგან მან ტურნირის მოგება შეძლო. მის შესახებ ქართველ გულშემატკივარს უკვე დიდი ხანია, ესმის.
ჰამბურგში მოგებამდე მისი პროფესიონალური კარიერა ასე გამოიყურებოდა: ბასილაშვილი სამჯერ გავიდა ATP-ის ტურნირების ფინალებში ერთეულთა თანრიგში, სადაც ორჯერ დამარცხდა, ხოლო 2018 წლის 29 ივლისს გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვება მოიპოვა. მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის ტურნირი (მეორე დონის ტურნირები მამაკაცთა ჩოგბურთში) და 10 ITF Futures-ის (მესამე დონის ტურნირები) ერთეულთა თანრიგში. მას ორჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები – ჩეხი ტომაშ ბერდიხი 2016 წელს[2] და ავსტრიელი დომინიკ ტიმი 2017 წელს. დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს როჯერ ფედერერთან და რაფაელ ნადალთან აქვს ნათამაშები, სადაც იგი ორჯერვე დამარცხდა.
რაც შეეხება მის პირადს, ბასილაშვილის მეუღლე ნეკა დოროყაშვილია, რომელიც ინტერნეტის მიმოწერის საშუალებით გაიცნო. ულამაზეს წყვილს ერთი შვილი ჰყავს. მას ლუკასი ჰქვია. მამას სურს, რომ მისი შვილიც სპორტს გაჰყვეს და ფეხბურთელი გახდეს. გთავაზობთ ფოტოებს ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ალბომიდან.