ნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი „პრაიმშოუს“ სკანდალურ გადაცემას ეხმაურებიან – „ნებისმიერს შევეჯიბრებით პატრიოტიზმში…“

0
2718

„პრაიმშოუს“ ბოლო გადაცემამ, სადაც „მზიურის“ ძველი თაობა, საკუთარ შვილებთან ერთად შეიკრიბა და ძველი დრო და სიმღერები გაიხსენეს, რომელთა შორისაც რუსული კომპოზიციებიც მოხვვდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნეგატიური კომენტარები მთელი დღის განმავლობაში იწერებოდა. რუსული სიმღერების შესრულების გარდა, გადაცემის ავტორებს იმაშიც ედავებიან, რომ „მზიურის“ წევრები წითელი ხელსახვევებით გამოჩნდნენ და ამ ყველაფერს საბჭოთა ნოსტალგიას მიწერენ, რომელიც საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე მეტი ტალახი მოხვდა, ნინი ბადურაშვილი გახდა. ნინიმ თავად დაწერა სოციალურ ქსელში, როგორ აგინებდა ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი, თუმცა მანამდე პირად შეტყობინებებში მას სიყვარულს უხსნიდა და გულებს უგზავნიდა. ნინიმ ასევე აღნიშნა, რომ იგებს, რატომ არ მოსწონთ ქალებს, მაგრამ მამაკაცების მხრიდან გინებას ახსნა ვერ მოუძებნა – „ქალბატონების გარკვეული ნაწილის ჩემს ვერ აუტანლობას ვიგებ, მაგრამ მამაკაცების წყევლისა და გინების მიზეზი რა არის, ხომ არ იცით?)“. ამ კითხვაზე ნინის ერთ-ერთმა „ფეისბუქ“-მომხმარებელმა, ნუცი ასათიანმა უპასუხა: „ალბათ, ის, რომ შეურაცხყოფად მიიღეს 8 აგვისტომდე ერთი კვირით ადრე, წითელ ყელსახვევში ნამღერი ანტოშკა, არა? თუ ეგ ვარიანტი არ განიხილება? ქვეყანაში, რომლის 20%-იც რუსეთს აქვს ოკუპირებული?“. ნინიმ კომენტარებს ასე უპასუხა: „თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გამიზნული რუსეთის პროპაგანდა იყო? რატო არ განიხილავთ იმას, რომ უბრალოდ „მზიურის“ გახსენება იყო და შესაბამისად როგორც ანსაბლის წევრებს ეცვათ, ისე გვინდოდა გაგვეცოცხლებინა ეს ნომერი… მე აქ უფრო მეტად ერთმანეთის აყოლას ვხედავ, ვიდრე გააზრებულ რეაქციას… მე ბევრჯერ ჩამიტარებია კონცერტი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე და ვისურვებდი, ერთხელ მაინც თქვენც და თქვენი მეგობრებიც წამოსულიყავით ჩემთან ერთად საზღვარზე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა…“

გადაცემის პროდიუსერმა და წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ საკუთარი პოზიცია გადაცემასთან და მის თემასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტში ახსნა, რომელ;საც უცვლელად გთავაზობთ;

„ეს ორი დღეა, განსაკუთრებული ვნებათაღელვაა „პრაიმშოუს“ ბოლო გადაცემის მზიურის ნაწილზე, სადაც ყელსაბამები ჩანს.

  1. ერთი კვირა ტრიალებდა ანონსი ტექსტით ,,საბჭოეთის ნოსტალგიის გარეშე”, სადაც მოხდა ცნობილი ფილმის ანსაბლ „მზიურის“ შესახებ გაცოცხლება.
  2. იმავე სიუჟეტში ხაზგასმით ვამბობთ – საბედნიეროდ, ეს ყელსაბამები ცუდ ისტორიას ჩაბარდა და მათი დატვირთვა არის მხოლოდ ჩვენთვის/თქვენთვის პატივსაცემი ქალბატონების დაბრუნება ბავშვობაში, სადაც მათ ნიჭს თან ახლდა ანექსირობულო წყობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ფილმში, სპექტაკლში შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი, საბჭოური, თუნდაც ნაცისტური ატრიბუტიკა, ასევე მოხდა პრაიმშოუში, რომელიც იმ ნაწილში რიმეიქის ხასიათს ატარებდა.
  3. ნაწილ თქვენგანს მთლიანი გადაცემა სავარაუდოდ ნანახი არა აქვს და შესაბამისად, მოჭრილი გაზიარებული სიმღერებიდან რათქმაუნდა შეიძლება სხვა აზრის გამოტანა, თუ შინაარსი არ იცი და არ გიყურებია, თუმცა…
  4. თუმცა ბოლოს მინდა გითხრათ, რომ… ნებისმიერს მზად ვართ შევეჯიბროთ ქვეყნის პატრიოტიზმში… არავისზე ნაკლებად არ გვადარდებს სამშობლოს შიგნით არსებული მავთულხლართები (და ამაზე არაერთი გადაცემა გვაქვს გაკეთებული)….არავიზე ნაკლებად არ გვტკივა და არ გვეამაყება ჩვენი გმირები!!!….არავიზე ნაკლებად არ ვფიქრობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია!!!
  5. p.s. განსაკუთრებული აღშფოთებითა და აგრესიით მყოფ ჩვენს მეგობრებს კარგ დასვენებას და მშვიდ გარემოში ყოფნას ვუსურვებ ))

მადლობა ყურადღებისთვის“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here