ვინ არის წარდგენილი თეატრალურ პრემიაზე „დურუჯი“ – ნომინანტთა სია ცნობილია

0
1175

2017-2018 წლების თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ წარდგენილ კანდიდატთა მოკლე ნუსხა ცნობილია.

საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ წელს საიუბილეოდ, მეათედ გაიცემა. საბუთების წარდგენის ვადა 28 აპრილს ამოიწურა. სულ შემოტანილი იყო 17 თეატრის 28 განაცხადი.

5 წევრისგან შემდგარი ჟიური, რომლის წევრების ვინაობაც ფართო საზოგადოებისთვის დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი, წარდგენილ სპექტაკლებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აფასებდა. ჟიურიმ თითოეულ ნომინაციაზე კანდიდატთა მოკლე ნუსხა უკვე შეადგინა. პრემიის ლაურეატების გამოსავლენად კი საბოლოო ფარული კენჭისყრა დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართება.

გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი სადღესასწაულო ცერემონიაზე გახდება, რომელიც  ტრადიციულად, შემოდგომაზე, ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

საიუბილეო 2017-2018 წლების სეზონის „დურუჯი“ შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 12 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი კაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარი) – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს. რაც შეეხება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაწესებულ სპეციალურ პრემიას „საუკეთესო სარეჟისორო დებიუტი“, სამწუხაროდ, წელს  არ გაიცემა, რადგან ჟიურის გადაწყვეტილებით, „დურუჯზე“ წარდგენილი არც ერთი ნამუშევარი მხატვრულ ხარისხს არ აკმაყოფილებს.

„წლევანდელი საიუბილეო დაჯილდოება გამორჩეულია თეატრალური პრემიის ისტორიაში, წარმოდგენილია ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი, რომლებიც მართლაც იმსახურებენ ყურადღებას. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ თეატრისა და თეატრალური სამყაროს მნიშვნელობა ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და სამოქალაქო აზრის ფორმირებაში. ერთად ვადევნოთ თვალი სპექტაკლებს და ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას და განვითარებას მომავალში. ხელოვნების ეს დარგი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ გამარჯვებულები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, – ამბობს კომპანია „რედიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნიკოლოზ სხირტლაძე.

რაც შეეხება კანდიდატების მოკლე ნუსხას, ჟიურის გადაწყვეტილებით, ის ასე გამოიყურება:

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი

1.1       ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – „წერილი ჯერალდინას“ – რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი

1.2       სამეფო უბნის თეატრი – „დემონები“ – რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი

1.3       სამეფო უბნის თეატრი – „ჩვენი კლასი“ – რეჟისორი თემურ ჩხეიძე

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა

2.1       კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „ნავიგატორი“ – ლაშა ბუღაძე

2.2       ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „ედიტ პიაფი“ – ნინო სადღობელაშვილი

საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარი)

3.1       გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „ანტიგონე“- სერგეი შივცი

3.2       ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – „წერილი ჯერალდინას“ – ვახტანგ ქორიძე, ელენე მაცხონაშვილი

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

4.1       სამეფო უბნის თეატრი – „მარიონეტების ცხოვრებიდან“ – თორნიკე გოგრიჭიანი

4.2       სამეფო უბნის თეატრი – „დემონები“ – კახა კინწურაშვილი

4.3       სამეფო უბნის თეატრი – „დემონები“ – თორნიკე გოგრიჭიანი

4.4       ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი“ – დათო ჯაყელი

4.5       რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი – „შეშლილის წერილები“ – ანდრია ვაჭრიძე

საუკეთესო მსახიობი ქალი

5.1 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „ედიტ პიაფი“ – მაია ცეცხლაძე

5.2 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი“ – მეგი კობალაძე

5.3 ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „მკვდარი ქალაქები“ – ნიარა ჭიჭინაძე

5.4 სამეფო უბნის თეატრი – „დემონები“ – ქეთა შათირიშვილი

5.5 სამეფო უბნის თეატრი – „ჩვენი კლასი“ – ნატალია გაბისონია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here