ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set ახალი გამოწვევებით ბრუნდება!

0
1577

Summer Set-ის პირველი, საპრეზენტაციო  ღონისძიება 27 ივლისს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე (ცოტნე დადიანის 32) გაიმართება. ერთდღიანი ივენთის ჰედლაინერები იქნებიან: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal.

Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობას და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს გააერთიანებს.

“ჩვენი მიზანია, კიდევ ერთი სიახლე დავნერგოთ, როგორც ეს 2012-ში დავიწყეთ, მაშინ ბრენდმა ათობით ათას ადამიანს გააცნო ელექტრონული მუსიკის და საფესტივალო კულტურა და ნიადაგი შეუმზადა კლუბურ ბიზნესს თბილისი მსოფლიო რუქაზე მოენიშნა. 2019 წლიდან ფესტივალი გუდაურში გადაინაცვლებს, მანამდე კი თბილისში მისი საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართება”,-აცხადებს ფესტივალის პიარ მენეჯერი ნიკა დვალიძე.

Summer Set ცნობილი მუსიკოსების გარდა სცენას დამწყებ არტისტებსაც უთმობს. ასამდე სხვადასხვა ჯგუფის, პროდიუსერის თუ დიჯეიდან, სამს მიეცემა საშუალება საკუთარი თავი ფესტივალის სტუმრებს წარუდგინოს. Summer Set-ზე მოსულ მელომანებს ასევე დახვდებიან დამწყები ანტრეპრენერები, ვინც დღეს იწყებს საკუთარ საქმეს.

Summer Set ხელს შეუწყობს მთაში დასვენების კულტურის პოპულარიზებას, მოიზიდავს ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მსგავსი ტიპის ფესტივალები, რომლებიც აერთიანებს მუსიკას, სპორტს, მთის კურორტებს ამჟამად ინერგება ევროპაშიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here