ლეგენდარული „ლედ ზეპელინის“ სოლისტი, ლირიცისტი, რობერტ პლანტი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მცირე ხნის წინ დაეშვა. ის ერთ-ერთ სასტუმროში „ისთერნ ფრომოუშენსის“ პროტოკოლის სამსახურმა დააბინავა.
19 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნება. შესრულდება მისი საუკეთესო და ცნობილი სიმღერები. პლანტი საქართველოში ბენდთან ერთად ჩამოვიდა. მის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია. თაყვანისმცემლები კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან.
ახლახან სასტუმროსთან პლანტის მისვლის პირველი კადრები „თიბისი სტატუსის“ „ „ინსტაგრამის“ გვერდმა გაავრცელა.