თიკა ჯამბურიას ახალი კლიპის პრემიერა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შედგა. მომღერალმა ახალი მუსიკალური ცხოვრება დაიწყო და ინგლისურენოვანი სიმღერა წარადგინა. კლიპი მას ანტონ თეთვიძემ გადაურო, ფროდაქშენი ეკუთვნის „სტატუს სტუდიოს“, მელოდია ირაკლი ბურჭულაძესა და თიკა ჯამბურიას ეკუთვნით, მუსიკალური ფროდაქშენი – ირაკლი ბურჭულაძეს, ოპერატორი ოვიკა აკოპიანია, ხოლო მომღერლის ვიზაჟზე დათო ფუტკარაძემ იმუშავა.
ვიდეოში თიკა სხვადასხვა თმის ფერითა და ვარცხნილობით გვევლინება.
მომღერალს იმედი აქვს, რომ მისი დაბრუნება მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.