კახა კანდელაკი მეუღლესთან ერთად რძალმა, ცნობილმა ბასისტმა და ვოკალისტმა, ნიკ უესტმა მონტროს სახელგანთქმულ ჯაზფესტივალზე დაპატიჟა. კახა უამრავ კონცერტს დაესწრო, მათ შორის რა თქმა უნდა იყო ნიკ უესტის კონცერტიც. კულტურის მინისტრის მოადგილემ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, როგორი ორიგინალური „Happy Birthday“ შეუსრულა რძალმა. შეგახსენებთ, რომ ნიკმ უესტი და ნიკუშა კანდელაკი დაქორწინებულები არიან. ნიკუშამ ნიკს ხელი კონცერტზე სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო…
როგორც კახა კანდელაკი წერს, ასეთი დაბადების დღით ძალიან კმაყოფილი დარჩა… შეგახსენებთ, რომ მალე შავი ზღვის ჯაზეფსტივალის იწყება, სადაც შესანიშნავი მუსიკოსები მოიყრიან თავს, მათ შორის ვაიქლეფ ჟანი, ერიკა ბადუ, ტრომბონ შორტი იქნებიან. ბათუმის ივლისის რამდენიმე ცხელ დღეს ჯაზური მელოდიები გააგრილებს.