ნიკოლოზ ქანთარიას ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია (ფოტო+ვიდეო)

0
3743

დიზაინერ ნიკოლოზ ქანთარიას ბრენდი „Nickola’s“ 2012 წლიდან გამოჩნდა. მოდის სფეროში სერიოზული კონკურენციის მიუხედავად, დიზაინერი ცდილობს, ახალ-ახალი კოლექციებით ხშირად გაანებივროს მომხმარებელი და სიახლეები შესთავაზოს მათ. ნიკოლოზი მომხმარებელთა ნაკლებობას არ უჩივის და მათთვის საინტერესო ნამუშევრებს ქმნის, ისეთს, როგორსაც ყველა ვერ ჩაიცვამს.

ახლახან 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის ახალი კოლექცია შექმნა. დიზაინერი მუშაობს ყველაფერზე, ტანსაცმლით დაწყებული, აქსესუარებით დასრულებული. ახალი კოლექცია-კაფსულა მან ვიდეოარტში წარმოადგინა, ასევე ინტერნეტსივრცეში ამავე კოლექციის ფოტოებიც განათავსა.

ნიკოლოზ ქანთარიას მაღაზია და ატელიე ფუნქციონირებს თბილისში, თუმცა აქვს სურვილი და ამაზე მუშაობს კიდეც, რომ მისი ნამუშევრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კონცეპტუალურ მაღაზიებში გაიყიდოს.

ქანთარიას ატელიეში მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის ერთი, განსხვავებული სამოსი იკერება, ექსკლუზიურად. როგორც თავად მიიჩნევს, ეს არ არის კომერციულად მომგებიანი, მაგრამ თავად ასე ურჩევნია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here