ნინო ნადირაძე: „გარუჯვაზე უარს ვერ ვიტყვი, მირჩევნია, კუბოში ლამაზი რუჯით ვიწვე…“

0
2862

ნინო ნადირაძემ ახლახან „ფეისბუქ“-გვერდზე აუზზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, ექიმი და ტელესახე საცურაო კოსტიუმში შესანიშნავად გამოიყურება. ნინო ნადირაძეს სილამაზის საკუთარი ფორმულა აქვს, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზე ყოფნას და თქვენ წარმოიდგინეთ, სამ ორმაგ ჩიზბურგესაც მოიცავს, მაგრამ ამასთან კიდევ არის რაღაც საიდუმლოებები, რომლებიც 45 წლის ასაკში ახალგაზრდობას ანარჩუნებინებს და ამის შესახებ გვესაუბრა.

ნინო ნადირაძე:

არასდროს არ უნდა დავნებდე. სანამ ახალგაზრდა ხარ, ისედაც კარგად გამოიყურები. 18 წლის გოგოს ისედაც კარგი ტანი აქვს. მუღამია, როცა 45 წლის ასაკშიც ასეთივე ტანი გრჩება. ვამაყობ ამით.

რას აკეთებთ იმისთვის, რომ ასე კარგად გამოიყურებოდეთ?

დღეში სამჯერ ვვარჯიშობ. საათნახევარი არ მაქვს, რომ წავიდე და დარბაზში ვივარჯიშო, ამიტომაც სამჯერ დღეში 15-15 წუთი ვვარჯიშობ და ასე ვინაზღაურებ ამ დროს, რაც დარბაზში კვირაში სამჯერ უნდა გამეტარებინა.

დილას 7-ზე ვდგები, პირველ 15 წუთი ვვარჯიშობ, შემდეგ შუადღეს შედარებით ნაკლები დატვირთვით, რომ არ გავოფლიანდე – ამ დროს უფრო საჯდომის ვარჯიშებს ვაკეთებ, საღამოს კი, ძილის წინ, სრულ დატვირთვას ვუწყობ ორგანიზმს.

როგორ ვარჯიშებს აკეთებთ?

ჩემი პროგრამა მაქვს, შეიძება ითქვას (იღიმის). გასახდომი ვარჯიში ნამდვილად არ მჭირდება, 50 კილოს ვიწონი, ამიტომ ვავარჯიშებ კუნთებს, ცალ-ცალკე. ერთხელ ლაივს ჩავწერ და ვანახებ მათ, ვისაც ეს აინტერესებს. ექიმი ვარ და ძალიან კარგად ვიცი ანატომია…

კიდევ გაქვთ სილამაზის საიდუმლო?

აუცილებელია ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. ვიყენებ ერთ-ერთ საშუალებას, რომელსაც სილამაზის ცენტრში ვიძენ, რაც კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს. ასევე ვსვამ კოლაგენის პაკეტს, დღეში ერთხელ, ეს არის საკვები დანამატი, შეიცავს როგორც კოლაგენს, ასევე ჰიალურონს, რაც კანისთვის აუცილებელია. კვირაში ორჯერ დავდივარ RF პროცედურებზე. ეს იმისთვის მჭირდება, რომ ახალგაზრდული კანი შევინარჩუნო, საბედნიეროდ, ცელულიტი არ მაწუხებს, მაგრამ ამის წინააღმდეგაც არსებობს პროცედურები.

კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის კარგ ხასიათზე ყოფნა.

ექიმი რომ ხართ, გარუჯვაზე უარს რატომ არ ამბობთ?

გარუჯვაზე უარს ვერასდროს ვიტყვი, გარდაცვალების არ მეშინია, თანაც, მირჩევნია, კუბოში ლამაზი რუჯით ვიწვე, ვიდრე გალურჯებული ქათამივით, მაგრამ ადრე გარდაცვალებას არ ვაპირებ, ასე რომ, მტრებს ნუ გაუხარდებათ.

40 წლის ზემოთ ქალმა რა უნდა გააკეთოს თავის მოსავლელად?

ყველამ ძალიან კარგად იცის თავის მოვლა. არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებულ კრემებს იყენებდეთ. ბავშვის კრემის წასმაც შეიძლება სხეულზე, თუკი თავის მოვლა გსურთ. ვარჯიში აუცილებელია. აქ სიზარმაცე არ გამოგადგებათ და იმის მომიზეზება, რომ დრო არ გაქვთ. ჩემნაირი მოუცლელი ბევრი არ არის, მაგრამ ვარჯიშისთვის დროს აუცილებლად ვპოულობ. 15 წუთის გამონახვა პრობლემა არ არის და თუ ვერ ნახულობთ, ე.ი. დროს სწორად ვერ ანაწილებთ.

სულ ასეთი გამხდარი იყავით?

დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. მეტიც, სულ კარაქიან პურებს ვჭამ, ასევე ძალიან მიყვარს სწრაფი კვება და ხშირად მიჭამია 3 ორმაგი ჩიზბურგერი, ზედ კი გაზიანი სასმელიც დამიყოლებია. გენეტიკასაც არ ვუჩივი და ალბათ, ამის დამსახურებაც არის…

ნინო მურღულია

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here