სოფო ბედია ორსულადაა. მან ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა და მილოცვებსაც სიამოვნებით იღებს. სოფოს პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, რომელსაც ნიკუშა ჰქვია. „ნიკუშას ძმა ეყოლება“, დაწერა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც, როგორც ჩანს, ეს ამბავი დაუდასტურეს.
სოფოსა და მის მეუღლეს, მიშა მესხს, დიდი ხანია სურთ ბავშვის ყოლა. მომღერალი ისეთი ბედნიერია ახალი ამბით, რომ მოისურვა, ის ყველასთვის გაეზიარებინა.