„ნიუტონის“ წევრი ბაბი საავადმყოფოშია – მისი მეგობრები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ!..

0
3999

„ნიუტონის“ წევრი, სოლისტი და პიანისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ახლახან ისევ გართულება დაეწყო ფილტვების ანთების ფონზე და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა.

მისი მეგობრები, კოლეგები საზოგადოებას ბაბის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომ ეს ურთულესი პერიოდი გადალახოს.

მათ შორის ერთ-ერთ მომღერალი მარიკო ლეჟავაა, რომელიც წერს:

„ყველასათვის უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბაბის ძალიან რთული და საშინელი პერიოდი უდგას.. სურათს ვერ ვუყურებ, ვერ ვცნობ ბაბიკოს… ასე მგონია, სხვა არის.. ვინც ბაბის იცნობთ ალბათ გახსოვთ როგორი ენერგიულია როგორი ფათი ფუთა!.. არასდროს რომ არაფერმა და ვერაფერმა ვერ გააჩერა და ვერ დააწვინა ლოგინში… ბაბი ახლა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და იმყოფება საავადყოფოში. სულ ისე იყო, რომ ყველას გვერდში ედგა ყოველთვის ეს საქველმოქმედო კონცერტი იქნებოდა თუ რამე სხვა სახის კონცერტი… არასდროს არაფერი დაზარებია და ყველაზე მეტად გამისკდება გული, რომ ვერ შევძლოთ მისი დახმარება ახლა უკვე ჩვენ!.. ბაბიმ უნდა იცხოვროს ძალიან ბევრი წელი, რომ აფრქვიოს თავისი მუსიკა! თავისი ენერგია! თავისი კეთილშობილება! თავისი მეგობრობის უნარი! ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც ან პირადად გინახავთ ან გსმენიათ ბაბიზე, ყველას გევედრებით დავეხმაროთ თუნდაც მცირედით… ძალიან სჭირდებაა ბაბის ახლა ჩვენი გვერდში დგომა! ძალიაააან!!!!“

ანგარიშის ნომერი:

GE14TB7939045161600001

მიმღები – თამარ საყვარელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here