„რუსთავი 2“-ის დილის ჩართვები „ოქროს ტალღას“ დაეთმო (ვიდეო)

0
1345

26 ივნისს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას მართავს. წელს „ოქროს ტალღის“ საიუბილეო წელიწადია და ღონისძიება განსაკუთრებულ ყურადღების ცენტრშია მედიის მხრიდან.

20 ივნისს, „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ რამდენიმე ჩართვა დაეთმო „ოქროს ტალღის“ მოსამზადებელ პერიოდს.

პირველ ჩართვაში ჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა, თათა სადრაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს „ოქროს ტალღისთვის“ ორი „გრემის“ მფლობელი ამერიკელი შემსრულებელი ლიზა ფიშერი ესტუმრება, რომელიც საზოგადოების წინაშე ნიკოლოზ რაჭველსა და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, ორკესტრთან ერთად ასევე გამოვლენ ცნობილი ქართველი ვარსკვლავებიც.

თათა სადრაძემ აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო შედეგები აქვთ ყოველწლიურად და მადლობა გადაუხადა სიმღერების ავტორებსა და სტუდიის მფლობელებს, ასევე მომღერლებს. მისივე თქმით, წლის სიმღერის ტტიულის მფლობელი ფულად პრემიას მიიღებს, რომელიც, როგორც წესი, ისევ ხმარდება ახალი სიმღერების შექმნას.

მეორე ჩართვაში ისაუბრეს ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ, რომელთათვისაც ეს წელი განსაკუთრებული იყო. მათი დუეტი „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, ასევე არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“. როგორც მომღერლებმა „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში აღნიშნეს, „ოქროს ტალღაზე“ ნომინირებას დიდი ფორიაქი აქვთ და ელოდებიან 26 ივნისის საღამოს, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

მესამე ჩართვაში „ოქროს ტალღაზე“ ისაუბრა დათუნა სირბიალძემ: „მესამე წელია, წარდგენილი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მომღერლისთვის. წელს განსაკუთრებული დაჯილდოვება შედგება. მიხარია, რომ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გვაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტი სიმღერა შევთავაზოთ მსმენელს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here